ავტორი:

"შემაშფოთებელი ცნობებია მის ჯანმრთელობაზე - მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ" - მოლდოვის პრეზიდენტი სააკაშვილზე

"შემაშფოთებელი ცნობებია მის ჯანმრთელობაზე - მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ" - მოლდოვის პრეზიდენტი სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

მაია სანდუ ქართველ პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შემაშფოთებელი ცნობებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ყოფილ პრეზიდენტს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა გაუწიონ და მის გამოჯანმრთელებას მხარი დაუჭირონ. ჯანმრთელობის უფლება ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნაწილია”, - წერს სანდუ.