ავტორი:

იტალიის მთავრობამ, 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა, რომელიც ვლადიმერ პუტინთან არის დაკავშირებული

იტალიის მთავრობამ, 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა, რომელიც ვლადიმერ პუტინთან არის დაკავშირებული

იტალიის მთავრობამ, 700 მილიონი დოლარის ღირებულების იახტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექვს გემბანიანი „შეჰერაზადა“ იტალიის პორტ მარინა დი კარარაში იმყოფებოდა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეკიპაჟი ზღვაში გასასვლელად ემზადება.

როგორც მედია იუწყება, იტალიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა რომ გამოძიებამ აჩვენა, რომ მფლობელს „რუსეთის მთავრობის გამოჩენილ ელემენტებთან" და ევროკავშირის სამიზნე პიროვნებებთან აქვს კავშირი.