ავტორი:

ხანძარი თემქაზე - კორპუსიდან დროებით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ

ხანძარი თემქაზე - კორპუსიდან დროებით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ

თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსიდან დროებით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან და ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამაშველო სამსახური მუშაობდა.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.