ავტორი:

ზელენსკის ცნობილი სვიტერი 90 000 ფუნტად გაიყიდა - აუქციონს პირადად ბორის ჯონსონი ხელმძღვანელობდა

ზელენსკის ცნობილი სვიტერი 90 000 ფუნტად გაიყიდა - აუქციონს პირადად ბორის ჯონსონი ხელმძღვანელობდა

ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობილი სვიტერი გაიყიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზელენსკის სვიტერი 90 000 ფუნტად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 50 000 სტერლინგი იყო. აუქციონს პირადად ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი.

აუქციონის დაწყებამდე იქ შეკრებილებს ჯონსონმა მიმართა და უთხრა, რომ ნუ იქნებიან ხარბები. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ზელენსკი.

მან მამაცი უწოდა ბორის ჯონსონს, რომელიც ცოტა ხნის წინ კიევში იმყოფებოდა და მადლობა გადაუხადა მას უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.