ავტორი:

"20 დღეა არ მინახავს... პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული" - ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს: რას ჰყვება დაკავებულის მეუღლე?

"20 დღეა არ მინახავს... პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული" - ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს: რას ჰყვება დაკავებულის მეუღლე?

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში სპეცოპერაციის ფარგლებში 2 პირი დააკავეს.

როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე აღნიშნავს, მისთვის უცნობია რას უკავშირდება სპეცოპერაცია.

"საქმეში არ მახედებენ. პოლიციასთან მოწმედ იყო დაბარებული ჩემი მეუღლე. ის 20 დღეა არ მინახავს. არაფერი ვიცი, სპეცოპერაცია რას უკავშირდება“,- აღნიშნავს დაკავებულის მეუღლე.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, კრიმანალური პოლიცია და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილზე საპოლიციო ღონისძიება მიმდინარეობს.

ნახეთ ვიდეო: