ავტორი:

"სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებაზეა... მათგან ველი, რომ იმოქმედონ შესაბამისად" - კარლ ჰარცელი

"სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებაზეა... მათგან ველი, რომ იმოქმედონ შესაბამისად" - კარლ ჰარცელი

ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნას მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ელის, რომ დაცული იქნება სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ თავიდანვე იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, საქართველოს ხელისუფლებაზეა.

ეს არის რასაც ჩვენ მათგან ველით და ჩვენ ასევე მათგან ველით, რომ იმოქმედონ მისი ჯანმრთლეობის მდგომარეობის შეფასების შესაბამისად. ბევრჯერ მითქვამს, რომ მე ექიმი არ ვარ, არ ვარ ფაქტების მცოდნე და სწორედ ამიტომ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები იქნას მიღებული დამოუკიდებელ სამედიცინო რეკომენდაციებზე დაფუძნებით“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.