ავტორი:

"მტერმა დაკარგა კონტროლი ცირკუნის დასახლებაზე და წარუმატებლად ცდილობდა შეტევის დაწყებას ვერნოპოლიეს მიმართულებით" - უკრაინის შეიარაღებული ძალები

"მტერმა დაკარგა კონტროლი ცირკუნის დასახლებაზე და წარუმატებლად ცდილობდა შეტევის დაწყებას ვერნოპოლიეს მიმართულებით" - უკრაინის შეიარაღებული ძალები

მტერმა დაკარგა კონტროლი სლობოჟანსკის მიმართულებით ცირკუნის დასახლებაზე და წარუმატებლად ცდილობდა შეტევის დაწყებას ვერნოპოლიეს მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

რუსი დამპყრობლები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთით და ცდილობენ შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმამდე.

„მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი ამ ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.