ავტორი:

"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი

"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში უკრანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების დათბობის გზებზე წერს.

"სამყაროში, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ქურთუკი 90 ათას ფუნტად იყიდება, ურთიერთობის ის დონე, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის, უაღრესად დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამიტომ, უნდა გამოვიდეთ ამ “ურა-პატრიოტული” ტრანსიდან და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმ აღქმის გასაქრობად, რომ ჩვენი ხელისუფლება ორმაგ თამაშებს ეწევა. ეს შესაძლებელია მოხდეს ისეთი წესით, რომ მავანს ერთის მხრივ არ მიეცეს “ომი გინდათ?!” გზავნილით, ხოლო მეორეს მხრივ კოლაბორაციონიზმში დადანაშაულებით სპეკულირების საშუალება. რა შეიძლება გაკეთდეს?

  • დაწესდეს სარკისებრი სავიზო რეჟიმი რუსეთთან, რაც საერთაშორისო ურთიერთობების სტანდარტია.
  • რუსეთის მოქალაქეების და მათი მონაწილეობით არსებული ბიზნესის ანგარიშები დაექვემდებაროს მკაცრ ფინანსურ კონტროლს, შემოსავლების წარმომავლობის და ფინანსური ნაკადების ლეგალურობის კუთხით.
  • უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალურად ნამყოფი რუსეთის მოქალაქეები მოექცენ “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მოქმედების არეალში. ეს შესაძლებელია გავაკეთოთ, უკრაინის ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე.
  • გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტები, რომლითაც ხელმძღვანელობს საბაჟო, საგადასახადო სამსახურები და ეროვნული ბანკი, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად. თუ ამ ეტაპზე თუნდაც ამ ოთხ ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, დამერწმუნეთ, ურთიერთობაც დაიწყებს დათბობას, ევროპაც დარწმუნდება, რომ არ ვცუღლუტობთ და არც ომი დაიწყება." - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: