ავტორი:

"თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მოგვადგა" - ნინო წილოსანი

"თუ არ ჩავთვლით ძირითად ტრაგედიას, ოკუპაციას, ნამდვილად არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მოგვადგა" - ნინო წილოსანი

პარლამენტარს, "ქართული ოცნების" წევრს, ნინო წილოსანს "ფორმულას" გადაცემა "დროების" ჟურნალისტმა ჰკითხა, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, "ქართული ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რაზეც წილოსანმა ასე უპასუხა:

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – თქვა დეპუტატმა.

აღნიშნული პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა შეკითხვა დააზუსტა: "პუტინის მხრიდან არ გახსენდებათ?“, რაზეც წილოსანმა მიუგო: "ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი, მაგას ვამბობ“.