ავტორი:

"იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი?! მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი" - რას წერს ნინო წილოსანი

"იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი?! მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი" - რას წერს ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, პარლამენტარი ნინო წილოსანი დღეს საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტია. კრიტიკის მიზეზი კი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტთან მისი განცხადება გახდა.

გადაცემა "დროების" ჟურნალისტმა წილოსანს ჰკითხა, ახსენდება თუ არა ერთი შემთხვევა მაინც, როცა "ქართული ოცნების“ წევრებს პუტინის მისამართით გამოეყენებინოთ შეურაცხმყოფელი ეპითეტები, რაზეც წილოსანმა ასე უპასუხა:

"მე არ მახსენდება ისეთი შეურაცხმყოფელი ფაქტები ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძირითად შურაცხყოფას, ძირითად ტრაგედიას, რაც ოკუპაცია არის, ამის შემდგომ ნამდვილად ისეთი შეურაცხყოფა, როგორიც ამ შემთხვევაში უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან მოგვადგა, ნამდვილად არ მახსენდება“, – თქვა დეპუტატმა.

მოგვიანებით მან აღნიშნულ თემაზე მომზადებული ქარდი გააზიარა. ყოველივეს მანიპულაცია უწოდა და ასეთი კომენტარი დაურთო:

"ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით, პუტინისგან არ მახსენდება ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინისგან" - ეს სიტყვები მანიპულაციაც არ არის, უბრალოდ თქვენი მოგონილია!!! იქნებ მაჩვენოთ ასეთი სიტყვები სად ვთქვი მაგ თქვენს უწყვეტ კადრში! მოჭერით და დადეთ თუ სადმე მასეთი საოცრება ვთქვი! პირიქით!!! კითხვაზე პასუხად დაგიზუსტეთ, ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით-მეთქი და ოკუპანტი რომ პუტინია, ეგეც უნდა დამეზუსტებინა ეს ამორალურობა რომ არ გეკადრებინათ?" - წერს წილოსანი.

რა თქვა წილოსანმა? - ნახეთ ვიდეო: