ავტორი:

აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა - ოლენა ზელენსკასა და ჯილ ბაიდენის შეხვედრის პირველი კადრები

აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში ჩავიდა - ოლენა ზელენსკასა და ჯილ ბაიდენის შეხვედრის პირველი კადრები

შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მოულოდნელად დღეს უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟჰოროდში, ჯილ ბაიდენი დევნილთა თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლას ეწვია.

მას ადგილზე უკრაინის პირველ ლედი ოლენა ზელენსკა შეხვდა, რომელიც როგორც მედია წერს, 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა.

"დედის დღეს მინდოდა ჩავსულიყავი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ეს ომი უნდა შეჩერდეს და რომ ეს სასტიკი ომია. ამერიკელი ხალხი უკრაინის ხალხის გვერდით დგას“ ,- განუცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკას თავშესაფრად გადაკეთებული სკოლის საკლასო ოთახში ყოფნისას.