ავტორი:

სანქციების ახალი პაკეტი აშშ-ისგან რუსეთს - რომელი კომპანიები მოხვდნენ ამჯერად სანქცირებულთა სიაში

სანქციების ახალი პაკეტი აშშ-ისგან რუსეთს - რომელი კომპანიები მოხვდნენ ამჯერად სანქცირებულთა სიაში

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ახალი პაკეტის თანახმად, სანქციები მიმართულია სამი რუსული ტელევიზიისა და "გაზპრომბანკის" აღმასრულებლების წინააღმდეგ.

პაკეტი მოიცავს რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც.

"ეს არ არის სრული ბლოკირება. ჩვენ "გაზპრომბანკის" აქტივებს არ ვყინავთ და "გაზპრომბანკთან" რაიმე ტრანზაქციას არ ვკრძალავთ. რაზეც მივანიშნეთ ის, რომ "გაზპრომბანკი" უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს", - განუცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

მათივე ინფორმაციით, 8 აღმასრულებელი "სბერბანკიდან", რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს, სანქციების სიას დაემატა.

სანქციები ასევე მოსკოვის ინდუსტრიული ბანკის და მის 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება.