ავტორი:

"ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა...სააკაშვილი არსად გაუყვანიათ" - რატი ბრეგაძე

"ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა...სააკაშვილი არსად გაუყვანიათ" - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის შესახებ და სოციალურ ქსელში წერს, რომ ექსპრეზიდენტი არსად გადაუყვანიათ.

"მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.

სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა", - აღნიშნავს ბრეგაძე.