ავტორი:

"ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით" - ალექსი არესტოვიჩი

"ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით" - ალექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინაში "კიდევ ოთხი ბუჩა“ მიმდინარეობს: ორი - ზაპოროჟიეს და ორი - ხერსონის მიმართულებით.

"ჯერჯერობით, თემა უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ გენოციდს ახორციელებს. ჩვენ გვაქვს ოთხი ახალი ბუჩა: ორი - ზაპოროჟიეს მიმართულებით, ორი - ხერსონის მიმართულებით. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. რა "ძმობაზე" შეიძლება ვისაუბროთ?“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ქალაქ ბუჩას რუსული ძალებისგან განთავისუფლების შემდეგ, ქალაქში ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. გარდაცვლილთა ცხედრებს ძალადობრივი სიკვდილის კვალი აჩნდათ. გარდა ამისა, ბუჩას ქუჩებში სიკვდილით დასჯილი მოქალაქეების გვამები ესვენა. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები, კვალის დაფარვის მიზნით, დაღუპულთა ნაწილის დაწვას შეეცადნენ.