ავტორი:

"ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ გადაყვანა სტაციონარში" - მიხეილ სააკაშვილი

"ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ გადაყვანა სტაციონარში" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია მისი "დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა, თუნდაც დროებით".

ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა.

როგორ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, მისი გადაყვანის ადგილი "ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი.

"მადლობა ყველას, ვინც ციხესთან მოვიდა.

მეგობრებო, დღეს არ გადავუყვანივარ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ციხის ექიმები ყველანი შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა, რომ აუცილებელია ჩემი დაუყოვნებლივ სტაციონარში გადაყვანა, თუნდაც დროებით, სანამ შევძლებ ნამდვილ მკურნალობას, მაგრამ ეს ვერ იქნება ვერც გლდანი და ვერც გორი, სადაც ჩემზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელთა შედეგადაც დადგა ჩემი დღევანდელი მდგომარეობა.

ძალიან მადლობელი ვარ საზოგადოების სოლიდარობის, განვიცდი ბათუმში დაკავებებს. ასევე, მადლობელი ვარ საერთაშორისო თანამეგობრობის მორალური მხარდაჭერის. იმედია, ეს ყველაფერი შედეგებს გამოიღებს",- წერს სააკაშვილი.