ავტორი:

რუსებმა "აზოვსტალზე“ შტურმი განაახლეს

რუსებმა "აზოვსტალზე“ შტურმი განაახლეს

რუსულმა ძალებმა მარიუპოლში "აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი განაახლეს, მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, - Ukrinform-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ "ტელეგრამში“ განაცხადა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც გაერო-ს კოლონამ დონეცკის ოლქი დატოვა, ოკუპანტებმა "აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს. კერძოდ, ისინი შეეცადნენ ხიდის გავლით გარღვევას, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო, თუმცა წარუმატებლად", - აღნიშნა მან.

ცნობისათვის, 7 მაისს "აზოვსტალიდან“ ყველა ბავშვის, ქალისა და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა.