ავტორი:

პუტინის მორიგი ცინიზმი - მან მე-2 მსოფლიო ომის გმირი ქალაქების ხეივანში ყვავილები კიევის მემორიალთანაც მიიტანა

პუტინის მორიგი ცინიზმი - მან მე-2 მსოფლიო ომის გმირი ქალაქების ხეივანში ყვავილები კიევის მემორიალთანაც მიიტანა

21-ე საუკუნის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე "დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ პუტინი უკრაინას ომს ოფიციალურად სწორედ ამ აღლუმზე გამოუცხადებდა, თუმცა ასე არ მოხდა.

აღლუმისთვის მზადყოფნის პატაკი ჩაიბარა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, რომელმაც თავის მხრივ, პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ სამხედრო ძალები აღლუმისთვის მოწყობილია. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობს 11 ათასამდე სამხედრო. მათ რუსეთის ფედერაციის დროშებთან ერთად, თან აქვთ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროშებიც.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო აღლუმის "საჰაერო ნაწილი" უამინდობის გამო ვერ ჩატარდებოდა.

აღლუმის შემდეგ პუტინი გაემართა ალექსანდრეს ბაღისკენ, სადაც ყვავილებით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, შემდეგ კი ომის გმირი ქალაქების ხეივანი, მათ შორის იყო კიევიც - იმ სახელმწიფოს დედაქალაქი, რომელსაც რუსეთი ა.წ. 24 თებერვალს დაესხა თავს და რომლის დასახლებული პუნქტების დაბომბვა ოკუპანტს "ზეიმის" დროსაც არ შეუწყვეტია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და პუტინის რეჟიმს არსებითი წარმატებისთვის არ მიუღწევია, ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლიც კი არ არის ბოლომდე აღებული, "აზოვსტალს" კვლავაც მამაცი უკრაინელი მეომრები აკონტროლებენ.

იხილეთ ასევე: