ავტორი:

"რუსეთს ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოეწურა" - ბრიტანეთის დაზვერვა

"რუსეთს ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოეწურა" - ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინაში შეჭრის დაწყებისას, რუსეთი საჯაროდ ავრცელებდა, რომ ჰქონდა უნარი, განეხორციელებინა წერტილოვანი დარტყმები და შეეზღუდა თანმხლები ზიანი და აცხადებდა, რომ უკრაინის ქალაქები დაცული იქნებოდნენ დაბომბვისგან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

"თუმცა, რადგან კონფლიქტი გრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე რუსეთი ომამდე ელოდა, ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალის მარაგი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ამოიწურა. ამან რუსეთი აიძულა, ადვილად ხელმისაწვდომი, მაგრამ დაძველებული საბრძოლო მასალა გამოეყენებინა, რომელიც ნაკლებად უტყუარი, ზუსტი და ადვილად მოსაგერიებელია. რუსეთი, სავარაუდოდ, იბრძოლებს იმ ზუსტი დამიზნების იარაღის ჩასანაცვლებლად, რომელიც უკვე გამოიყენა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი მტკიცებით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოავლინა ნაკლოვანებები მის უნარში, ზუსტი დარტყმები განახორციელოს. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე ინტენსიურ და განურჩეველ დაბომბვას ახორციელებს და "მცირედით, ან საერთოდ არ ითვალისწინებს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.“