ავტორი:

ნიკ ქეივის ვაჟი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნიკ ქეივის ვაჟი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ავსტრალიელი მომღერლის, კომპოზიტორის, სცენარისტის, ჯგუფ Grinderman-ის წევრის, ნიკ ქეივის ვაჟი, ჯეთრო ლაზენბი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ "გარდიანი“ წერს.

"უდიდესი წუხილით გიდასტურებთ, რომ ჩემი ვაჟი გარდაიცვალა“, - ამბობს მუსიკოსი.

ნიკ ქეივის ოჯახში ეს უკვე მეორე უდიდესი ტრაგედიაა -2015 წელს მისი 15 წლის ვაჟი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.