ავტორი:

"არ არის დრო გაიგოთ ერთმანეთის და გაჩერდეთ? მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"არ არის დრო გაიგოთ ერთმანეთის და გაჩერდეთ? მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში" - ალექსანდრე ლუკაშენკო

"არ არის დრო გაიგოთ ერთმანეთის და გაჩერდეთ? არცერთ თქვენგანს ხომ არ სურს ომი, მაგრამ ევროპულმა დედაქალაქებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი შემდგარიყო", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბელარუსს რუსეთის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ თავად მთელი ევროპა ებრძვის რუსეთს უკრაინაში.

ლუკაშენკოს განმარტებით, ბელარუსს არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, რუსეთს მხარი არ დაუჭიროს.

"ახლა უკვე აღარავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, ჩვენ კი გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთს მხარს ვუჭერთ. გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვიყავით. და რაც არ უნდა გააკეთოთ, რა ისრებიც არ უნდა ისროლოთ ჩვენი მიმართულებით, არ გამოგივათ ჩვენი გახლეჩა და დაშორება“ , - განაცხადა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, საჭირო არ არის არანაირი გაეროს რეზოლუცია, იმის გასაგებად, რომ დაახლოებით 50 ქვეყანა გაერთიანდა დასავლეთში ერთი რუსეთის წინააღმდეგ.

"არ არის საჭირო ისრების ჩვენზე გადმოტანა. ჩვენ აგრესორები არ ვართ. მაგრამ ვრჩებით რა მოძმე რუსეთის მოკავშირეებად და სტრატეგიულ პარტნიორებად, ჩვენ მას ყველანაირად მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა ლუკაშენკომ.