ავტორი:

"მარიუპოლში ყველა ნანგრევში მკვდარია, ისეთი სუნი დგას ქალაქში, ვერ გაივლი - შეიძლება მოკლული იყოს 20-30 ათასი მოქალაქე" - ირაკლი ქურასბედიანი

"მარიუპოლში ყველა ნანგრევში მკვდარია, ისეთი სუნი დგას ქალაქში, ვერ გაივლი - შეიძლება მოკლული იყოს 20-30 ათასი მოქალაქე" - ირაკლი ქურასბედიანი

"სუნი დგას ისეთი მთელ მარიუპოლში, რომ რეალურად ნორმალური ადამიანი ვერ გაივლი", - ამის შესახებ ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა უკრაინიდან ჩართვისას "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი განცხადებით, მარიუპოლში შესაძლოა 20-30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს მოკლული.

"უკვე რომ დათბა და სიცხეა, მთელ ქალაქში, ყველა ნანგრევში, ყველგან მკვდარია. მიუხედავად იმისა რამდენი დამარხეს, თხრიან ერთ დიდ ორმოს და ყრიან შიგნით, მაგრამ სუნი დგას ისეთი მთელ ქალაქში, რომ რეალურად ნორმალური ადამიანი ვერ გაივლი. ალბათ 20-30 ათასი შეიძლება, იყოს მოკლული, მეტი თუ არა, მშვიდობიანი მოსახლეობა.

სუნი დგას ქალაქში იმიტომ, რომ ნანგრევებში უკვე დაიწყო გახრწნა სხეულების. არავის არ გამოჰყავს, ფასადები რაც გაწმინდეს ეგაა, თორემ დანარჩენი ყველა ნანგრევი სავსეა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე, როცა დაბომბვა იყო, დამარხეს, ვინც ქუჩაში იყო გაწმინდეს და გაიყვანეს ორმოებში. ძირითადად ხალხი სახლში იმალებოდა, ძირითადი დანაკარგები სწორედ კორპუსების ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ხალხია“, - განაცხადა ირაკლი ქურასბედიანმა.

ირაკლი ქურასბედიანმა გადაცემაში ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდეს. მისივე თქმით, როგორც კი რუსებს ერთი მონაკვეთი მაინც ჩამოეშლებათ, შემდეგ მათი პოზიციების რღვევა ძალიან სწრაფად წავა.

"მე ეჭვი მაქვს, რომ როგორც კი მოხდება რაღაც გარდამტეხი მომენტი და რაღაც სადმე თუნდაც ერთ-ორ მონაკვეთზე ჩამოეშლებათ ფრონტის ხაზი, რღვევა წავა მერე ძალიან დიდი სისწრაფით. საკმარისია ერთ ადგილას ჩამოიშალოს მართვა, კონტროლი და თავდაცვითი ზღუდე, რომ მერე მეტასტაზებივით უცებ გავრცელდება. საკმაოდ სწრაფად შეიძლება განვითარდეს მოვლენები“, - განაცხადა ირაკლი ქურასბედიანმა.