ავტორი:

"საბჭოთა წყვილების პოვნა გაუჭირდათ? - რუსეთში 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტზე ამერიკელი განგსტერების, ბონი და კლაიდის ფოტო აჩვენეს

"საბჭოთა წყვილების პოვნა გაუჭირდათ? - რუსეთში 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტზე ამერიკელი განგსტერების, ბონი და კლაიდის ფოტო აჩვენეს

გუშინ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსეთში ჯერ სამხედრო აღლუმი, ხოლო შემდეგ, საზეიმო კონცერტი გაიმართა.

კონცერტი სახელწოდებით "ისტორიის გაკვეთილები" რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა. მომღერლების უკან, დიდ ეკრანზე მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოებს, ასევე იმ ადამიანების სურათებს უშვებდნენ, რომლებიც ომმა ერთმანეთს დააშორა.

საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ერთმა ფოტომ - ეკრანზე ბონი პარკერისა და კლაიდ ბაროუს ფოტო აჩვენეს. ბონი და კლაიდი ცნობილი ამერიკელი განგსტერები იყვნენ.

"საბჭოთა პერიოდის წყვილების პოვნა გაუჭირდათ?" - წერენ სოციალურ ქსელში თემის კომენტირებისას.