ავტორი:

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ცა სისხლისფრად წითელი გახდა - რამ გამოიწვია ცის შეფერილობის შეცვლა

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ცა სისხლისფრად წითელი გახდა - რამ გამოიწვია ცის შეფერილობის შეცვლა

აღმოსავლეთ ჩინეთის საპორტო ქალაქ ჟოუშანის მცხოვრებლები პანიკამ მოიცვა, როცა მათ ქალაქში ცამ, გარკვეული დროით, წითელი შეფერილობა მიიღო.

მეტეოროლოგიის ექსპერტების შეფასებით, ცის გაწითლების მიზეზი ადგილობრივი ნავებიდან არეკლილი შუქები გახდა.

ეს ნავები წყნარ ოკეანეში მეთევზეებს ჰყავდათ გაყვანილი - ამბობს China Aquatic Products Zhoushan Marine Fisheries Co-ის წარმომადგენელი.

ოფიციალურმა პირებმა ისიც დაადასტურეს, რომ ცის წითლად შეფერვისას, საპორტო ქალაქის მახლობლად ხანძარი არ ყოფილა და ამიტომაც ცის შეფერილობის შეცვლა ამ მიზეზით გამორიცხეს.

მეტეოროლოგიური ბიუროს განმარტებით, როდესაც ამინდი კარგია, ეს იწვევს ატმოსფეროში მეტი წყლის წარმოქმნას. წარმოიქმნება აეროზოლები, რომლებიც შემდეგ იფეთქებენ და ფანტავენ სათევზაო გემების შუქს და ეს ქმნის წითელ ცას, რომელსაც საზოგადოება ხედავს“, - დასძინა მოხსენებაში ბიუროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თუმცა ჟოუშანის მოსახლეობა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ცის ფერის შეცვლის მიზეზზე, პანიკამ მოიცვა. ჩინურ სოციალურ მედია - Weibo-ზე "წითელი ცის" თემა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბოლო 2 დღის განმავლობაში და 150 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

წყარო: independent

მოამზადა: ანა სიბოშვილმა