ავტორი:

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა" - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის EPP-ის ყრილობაზე მიწვევაზე

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა" - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის EPP-ის ყრილობაზე მიწვევაზე

ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე "ევროპის სახალხო პარტიის"(EPP) ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როტერდამში, პარტიის ყრილობაზე მიწვევას.

კალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა "არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს", ამასთან აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ მიმდინარეობს.

"თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული იყოს. გუნდში არანაირი მსჯელობა არ არის, ამ ყველაფერს შესაბამისი უწყება უძღვება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", - აღნიშნავს კალაძე.