ავტორი:

სპეცოპერაცია ე.წ. დირსის დასახლებაში - დაკავებულია 2 პირი

სპეცოპერაცია ე.წ. დირსის დასახლებაში - დაკავებულია 2 პირი

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ე.წ. დირსის დასახლებაში, მე-15 ბ კორპუსში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე 2 პირი დააკავეს. მათი დაკავება სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციას უკავშირდება.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.