ავტორი:

"არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება" - ირაკლი კობახიძე თავდებობის შესახებ განცხადებაზე

"არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება" - ირაკლი კობახიძე თავდებობის შესახებ განცხადებაზე

თუ სააკაშვილი გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა, ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ინიციატივას აშშ-ის ემორის კლინიკიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტების მოწვევის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს საკითხი არ არის მისი პრეროგატივა და თუ რაიმე ასეთი ინიციატივა იქნება, იუსტიციის სამინისტროს მიერ უნდა იყოს განხილული.

"იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება, ყველაფრით არის უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, სათანადო კვებით, სამედიცინო მომსახურებით. თუ ის გადაწყვეტს თვითდაზიანებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვერავითარ შემთხვევაში თვითდაზიანება ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, გადაყვანის ან სხვა ზომის გამოყენების საფუძველი, ეს არის ცალსახა.

თავის დროზე წამებაზე იყო, გახსოვთ, საუბარი და მერე ამასთან დაკავშირებით სტრასბურგში სარჩელის შეტანაც კი ვერ გაბედეს მარტივი მიზეზის გამო, არანაირ წამებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს,"- განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გეგმავენ თავდებობას, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შემთხვევაში, მკურნალობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნება და სასამართლოში წარდგება.

"მე არ მგონია, ვინმემ შეძლოს სააკაშვილზე პასუხისმგებლობის აღება, როგორც ჩანს, მასზე ჰქონდათ ვიღაცებს პასუხისმგებლობა აღებული, მაგრამ ტრაილერით მაინც შემოვიდა საქართველოში. ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას მასზე, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის პიროვნული თვისებების გამო,"- განაცხადა კობახიძემ.