ავტორი:

რა ქონებას ფლობენ სოზარ სუბარი და მისი მეუღლე? - პარლამენტარის ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონებას ფლობენ სოზარ სუბარი და მისი მეუღლე? - პარლამენტარის ქონებრივი დეკლარაცია

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი ერთ-ერთია იმ "ოცნების პოლიტიკოსებიდან“, რომელიც ბოლომდე ერთგულად შემორჩა პარტიას. ყოფილი სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მუდმივად აპროტესტებდა ადამიანის უფლებათა დარღვევების შემთხვევებს, შემდეგ კი თავადაც პოლიტიკაში მოვიდა.

მას ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებს, ახსენებენ წარსულს, როდესაც სამართლიანობისთვის იბრძოდა და უწუნებენ დღევანდელ პოლიტიკურ იმიჯს.

სოზარ სუბარს ჰყავს მეუღლე თამარ ყუბანეიშვილი და სამი შვილი. წყვილს შორის 18-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ისინი ერთმანეთთან პროფესიამ დააკავშირა, იმჟამად სოზარი "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი იყო, თამარი კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

2014 წელს ჟურნალ "რეიტინგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თამარი ასაკოვრივ სხვაობაზე ამბობდა, რომ მათი ურთიერთობის მთელი ხიბლი სწორედ ეს იყო...

"არ მინდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ იდეალურად ვავსებთ ერთმანეთს. ძალიან ოპტიმისტი ადამიანია, ენერგიით სავსე, ჩემზე მეტად ენერგიული, ბავშვებთან მუდმივად ხალისიანი. რამდენი დაძაბული დღე გამოგვივლია, მაგრამ ეს სახეზე არასდროს ეტყობა, ჩემთვის დიდი ძალისა და ენთუზიაზმის მომნიჭებელია ყოველთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. როცა ამის დრო აქვს, ველოსიპედით დადის, დარბის, სიგარეტს არ ეწევა, არ სვამს. დიახ, არ სვამს...“

სოზარ სუბარი უკვე წლებია, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი პარტიის "ქართული ოცნების“ წევრია, თუმცა დეპუტატის მიერ 2022 წელს შევსებული დეკლარაცია არც ისე მდიდრულია...

დეპუტატის მეუღლე თამარ ყუბანეიშვილის მფლობელობაშია სახლი ქალაქ დმანისში, რომელიც 2009 წელს 9 ათას ლარად შეიძინა.

2013 წლის თებერვალში თამარმა 187,9 კვ.მ. ბინა თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე იყიდა. საცხოვრებელში დეპუტატის მეუღლემ 190 ათასი დოლარი გადაიხადა (სოზარ სუბარი იმჟამად ხელისუფლებაში რამდენიმე თვის მოსული იყო).

დეკლარაციის შევსების მომენტში სოზარ სუბარს "საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 5213,17 ლარი ჰქონდა.

თამარ ყუბანეიშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 177,11 ლარი, საკრედიტო ბარათზე კი - 467,29 ლარი

სოზარ სუბარს საქართველოს პარლამენტის აპარატის წევრობის სარგო, გასულ კალენდარულს წელს, 54 049,92 ლარი დაერიცხა.

პოლიტიკოსმა შვილის - მათე სუბარის სწავლის საფასურად 6861 ლარი გადაიხადა.