ავტორი:

"სინამდვილეში ეს ომი რუსეთის მიერ იწარმოება ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებსაც თავისუფლად ცხოვრება სურს" - ზელენსკი

"სინამდვილეში ეს ომი რუსეთის მიერ იწარმოება ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებსაც თავისუფლად ცხოვრება სურს" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მეგობრებს მოუწოდა, უარი თქვან რუსულ ენერგორესურსებზე, რათა არ აღმოჩნდნენ მასზე პოლიტიკურად დამოკიდებულები.

"ახლა რუსეთი ცდილობს გამოიყენოს გაზი, რათა მორჩილებაში ჰყავდეს მთელი ევროპული კონტინენტი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკეთის პოლიტიკოსებისა და ხალხისთვის გაკეთებულ მიმართვაში.

მან სლოვაკეთს მხარდაჭერისა და თავდაცვის ნაწილში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

"რუსეთის ომი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის არა მხოლოდ ჩვენი მიწის დაპყრობის, ჩვენი ხალხის დამორჩილებისა და უკრაინული თვითმყოფადობის წაშლის მცდელობა, რუსეთი ომით ფაქტობრივად მთელი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ წავიდა, უკრაინით კი მხოლოდ დაიწყო. ეს ომი სინამდვილეში რუსეთის მიერ იწარმოება ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლებსაც თავისუფლად ცხოვრება და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად არჩევა სურთ. ვისაც სურს თავად გადაწყვიტოს, რომელ კავშირებში იყოს, ვისთან იმეგობროს და როგორ ივაჭროს. ეს არის ომი თავად საერთო გაერთიანების პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ეფუძნება საერთო ფასეულობებს ჩვენს კონტინენტზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასეთი ფასეულობებია ცხოვრების, ადამიანის უფლებების, საზღვრების ურღვეობისა და თავისუფლების პატივისცემა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა პირველი იყო, ვინც დაინახა, როგორ არღვევს რუსეთი შეთანხმებებს, როდესაც მათ უბრალოდ აღარ მოსწონთ ისინი, როგორ აქცევს რუსეთი კომერციულ კავშირებს ჯაჭვად, რათა სახელმწიფო მასთან ახლოს შეინარჩუნოს.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ გაიარა შეცდომები, საიდანაც მისმა მეგობრებმა შეიძლება ისწავლონ, რადგან რუსული ენერგორესურსები, განსაკუთრებით ნავთობი, არ არის მხოლოდ საქონელი, მათზე უარის თქმა აუცილებელია, რადგან ეს რეალურად თავისუფლების საკითხია.