ავტორი:

"ომი ალბათ, სერიოზულად გაიწელება - ტერმინია ასეთი: "ომი გამოფიტვაზე", რაც ყველაზე კოშმარული ომია" - თორნიკე შარაშენიძე

"ომი ალბათ, სერიოზულად გაიწელება - ტერმინია ასეთი: "ომი გამოფიტვაზე", რაც ყველაზე კოშმარული ომია" - თორნიკე შარაშენიძე

ომი ალბათ, სერიოზულად გაიწელება - ტერმინია ასეთი: "ომი გამოფიტვაზე", ვინ უფრო გამოიფიტება, რაც ყველაზე კოშმარული ომია, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, რუსეთი ფიქრობს, რომ შეძლებს უკრაინის გამოფიტვას, ხოლო დასავლეთი და უკრაინა იმედოვნებენ, რომ რუსეთი გამოიფიტება.

"ლენდ-ლიზი" კარგია, მაგრამ სიმბოლური მნიშვნელობისაა, ამერიკა ისედაც ეხმარებოდა უკრაინას. ერთი რაღაც გაირკვა, ეს ომი ალბათ, სერიოზულად გაიწელება. ეს ომი, რა თქმა უნდა, გამოფიტავს რუსეთს და სამწუხაროდ, ძალიან დააზარალებს უკრაინას, ქვეყნის თითქმის ნახევარი მიწასთან არის გასწორებული.

ასე მარტივად ტერიტორიების დაბრუნება ვერ წარმომიდგენია. რუსეთისთვის ყირიმი "წითელი ხაზი" იქნება. არ გამოვრიცხავ იქ, ქიმიური კი არა, ტაქტიკურ-ბირთვული იარაღიც გამოიყენოს. იტყვის, "ეს უკვე ჩემი ტერიტორიაა" და მას დოკუმენტი უწერია, ვინც მის ტერიტორიას შეეხება, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. სამწუხაროდ, მათგან არაფერია გამორიცხული. ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის აბსოლუტური მორალური კრახი კი იქნება, მაგრამ საუბედუროდ, ამას უამრავი ადამიანი შეეწირება. რუსეთი ყირიმის დაკარგვას არ დაუშვებს. ცხადია, უკრაინა ტერიტორიას არ დათმობს, მათ გაიარეს უკან მობრუნების წერტილი, რუსეთიც ასე მარტივად არ წავა უკან.

რუსეთი იმედოვნებს, რომ უკრაინას ისე გამოფიტავს და ისე გაასწორებს მიწასთან მის ტერიტორიებს, უკრაინელები ბოლოს და ბოლოს დაიღლებიან. უკრაინა და დასავლეთიც იმედოვნებენ, რომ თვითონ რუსეთი გამოიფიტება. ტერმინი არის ასეთი ომი გამოფიტვაზე, ვინ უფრო გამოიფიტება, ეს არის ყველაზე კოშმარული ომი“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.