ავტორი:

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ვორონეჟის ურბანული ტიპის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები მტრის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი „ტელეგრამში“ იუწყება.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა დასახლებას ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი და შენობა დაზიანდა.

წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.