ავტორი:

თავდაცვისთვის საჭირო რომელი და რა რაოდენობის იარაღით დაეხმარა აშშ-ი უკრაინას - პენტაგონი სიას აქვეყნებს

თავდაცვისთვის საჭირო რომელი და რა რაოდენობის იარაღით დაეხმარა აშშ-ი უკრაინას - პენტაგონი სიას აქვეყნებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა შტატები უკრაინას რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ თავის დასაცავად, კონკრეტულად თავდაცვის რა საშუალებები გაუგზავნა და რა რაოდენობის იარაღზეა საუბარი.

"ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინაში უსაფთხოებისთვის, მათ შორის, დაახლოებით, 3,8 მილიარდი აშშ დოლარი 24 თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი უკრაინაში შეიჭრა", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

თავდაცვის დეპარტამენტი თავდაცვის იმ საშუალებების სიას აქვეყნებს, რომელიც ამერიკამ უკრაინაში გაგზავნა:

  • 1400-ზე მეტი საზენიტო სისტემა "სტინგერი"
  • 5500-ზე მეტი "ჯაველინი"
  • 14 000-ზე მეტი ჯავშანტექნიკის სხვა სისტემა
  • 700-ზე მეტი ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი Switchblade
  • 200 000-ზე მეტი 155მმ-იანი საარტილერიო ტყვია
  • 72 ტაქტიკური მანქანა ჰაუბიცებისთვის
  • 16 ერთეული Mi-17 ვერტმფრენი
  • ასობით ჯავშანტექნიკა, მაღალი მობილობის მრავალფუნქციური ბორბლიანი მანქანა
  • 200 M113 ჯავშანტრანსპორტიორი
  • 7 000-ზე მეტი მცირე იარაღი
  • 50 000 000-ზე მეტი ტყვია
  • 75 000-ზე მეტი ჯავშანჟილეტისა და ჩაფხუტის კომპლექტი
  • 121 უპილოტო საფრენი აპარატი Phoenix
  • ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემა
  • Puma-ს უპილოტო საფრენი აპარატები
  • სანაპირო თავდაცვის უპილოტო გემები
  • 17 ერთეული კონტრსაარტილერიო რადარი
  • კონტრ-ნაღმტყორცნების ოთხი რადარი
  • ორი საჰაერო სათვალთავლო რადარი
  • ღამის ხედვის მოწყობილობები

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე აგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მიაწოდოს უკრაინას დამატებით საბრძოლო მასალა თავის დასაცავად“, -ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 მაისს ხელი მოაწერა "ლენდ-ლიზის" კანონპროექტს უკრაინის დასახმარებლად, რაც გულისხმობს, უკრაინისთვის უფრო სწრაფად, ბიუროკრატიის გარეშე თავდაცვის საშუალებების მიწოდებას. უფრო დეტალურად ლენდ ლიზის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: ლენდ-ლიზი რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინის დახმარება შეუზღუდავად: რას გულისხმობს ამერიკული პროგრამა, რომლის დახმარებითაც ფაშიზმზე გამარჯვება მოხერხდა?