ავტორი:

"გიყვარდეს ვაჟკაცურად, უშიშრად, გიყვარდეს იარაღით ხელში და უკომპრომისოდ... სამშობლოს სიყვარულს არ აქვს საზღვრები" - სერგეი ვოლინას ემოციური წერილი "აზოვსტალიდან"

"გიყვარდეს ვაჟკაცურად, უშიშრად, გიყვარდეს იარაღით ხელში და უკომპრომისოდ... სამშობლოს სიყვარულს არ აქვს საზღვრები" - სერგეი ვოლინას ემოციური წერილი "აზოვსტალიდან"

საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა რომელიც "აზოვის" პოლკის წევრებთან ერთად, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში, "აზოვის" ბატალიონის წევრებთან ერთადაა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დახმარებისკენ.

"მე საზღვაო ქვეითი ვარ

საზღვაო ქვეითებმა მასწავლეს, როგორ მყვარებოდა უკრაინა გულწრფელად.

გიყვარდეს ვაჟკაცურად, უშიშრად, გიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის დროს, გიყვარდეს ფრთხილად, მამაცურად და უკომპრომისოდ.

და სანამ გული მიცემს, მე მექნება წმინდა, უპირობო და უანგარო სიყვარულის განცდა ჩემი სამშობლოს მიმართ.

სამშობლო ისაა, სადაც შვილს უყვარს დედა, ძმას და, მამას კი შვილი!

ამ სიყვარულს არ აქვს საზღვრები!!!

საზღვაო ქვეითები ჩემი ოჯახია. ისინი უკარაინის მცველები არიან, რომლებიც დაუფიქრებლად გაწირავენ სიცოცხლეს სამშობლოსთვის. ისინი არიან ძმები, რომლებიც ერთმანეთს თანაბრად უზიარებენ იმას, რაც დარჩათ, ეყრდნობიან ერთმანეთის მხარს და უწვდიან ერთმანეთს დახმარების ხელს!

იმიტომ, რომ ჩვენ გვაერთიანებს სიყვარული ჩვენი დედა უკრაინის მიმართ.

ჩვენ ვიბრძვით...

თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ სხვისი ტკივილისა და ტანჯვის შეგრძნება, როცა დახმარებას გვთხოვენ, თუ ეს კვლავ გიბიძგებს მოქმედებისკენ, მაშინ მე მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის!

მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, მოვუწოდებ ყველას, უკრაინელი სამხედროების "ექსტრაქციის“ პროცედურის დაწყებაში დახმარებისკენ“,

საზღვაო ქვეთები - ყოველთვის ერთგულები", - წერს ვოლინა.

  • ცნობისთვის, "აზოვსტალის" ქარხანაში ახლა უმძიმესი მდგომარეობაა. მიუხედავად ყველაფრისა, იქ გამაგრებული ჯარისკაცები კვლავ იგერიებენ დამპყრობლების შეტევებს და მის თავზე კვლავ უკრაინის დროშა ფრიალებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მის ქვეყანას არ მიუღია საკმარისი იარაღი მარიუპოლის ალყის განსაბლოკად და ქალაქის გასათავისუფლებლად.

“უკრაინელი დამცველები ჯერ კიდევ აგრძელებენ წინააღმდეგობას "აზოვსტალის" ქარხანაში. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი შემოთავაზებულ ვარიანტებს არ თანხმდება. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს იარაღის მიწოდება მარიუპოლის განბლოკვისთვის, სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის გადასარჩენად”, - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე: