ავტორი:

"სააკაშვილი თავის მეგობრებს და მხარდამჭერებს შეჰყავთ შეცდომაში. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს" - არჩილ თალაკვაძე

"სააკაშვილი თავის მეგობრებს და მხარდამჭერებს შეჰყავთ შეცდომაში. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს" - არჩილ თალაკვაძე

რისი თავი აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ თავდებში ჩაუდგეს ვინმეს, არ ვიცი, მაგრამ ის, რის თავდებშიც დგება “ნაციონალური მოძრაობა”, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო, სააკაშვილი უკვე საქართველოშია. შესაბამისად, ნუ შეწუხდებიან, არ არის საჭირო დამატებითი თავდებობა - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 'ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომ თუკი სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაიყვანენ, მას თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის ქვეყანაში დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარდგება.

თალაკვაძის თქმით, სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები დაცული იქნება და ამას თავდებობა არ სჭირდება. რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის პირობებს, რომელიც სააკაშვილმა დაასახელა, თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს ის არ არის იმ მდგომარეობაში, როცა პირობებს აყენებს.

'მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობრებს და მხარდამჭერებს შეჰყავთ შეცდომაში. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკურ პირობებს აყენებს, ის არის დღეს მდგომარეობაში, როცა მას, როგორც პატიმარს და მოქალაქეს აქვს უფლებები და ამ უფლებების დაცვაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს იქნება დაცული. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პირობებს და მოთხოვნებს, მერწმუნეთ, მისი ჯანმრთელობის საკითხები, არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი. შესაბამისად, ახლობლები და თანაპარტიელები სჭირდება პალატაში თუ დიაგნოსტიკის დროს, ამას ექიმები გადაწყვეტენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს საქართველოში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.