ავტორი:

"ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე

"ვინ დგება სააკაშვილის თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე

ვინ დგება თავდებში? - ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის“ სურვილს, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, რათა ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სასჯელაღსრულების სისტემაში ასეულობით პატიმარია, ვისაც სააკაშვილის მსგავსი ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.

"ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს. "ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, სასაცილოა. მათი ბელადია სააკაშვილი და ვინ ვისზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ეს ცალკე თემაა და საკითხავია - ღიმილის მომგვრელია.

ეს არის სისტემა, რომელიც რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. წლის განმავლობაში ციხეში 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საშუალო წლიური მაჩვენებელი 10-დან 15-მდეა. შესაბამისად, ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია სათანადო პირობებით, მათ შორის სამედიცინო მომსახურებით. რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელსაც იგივე ან უფრო რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, ვიდრე სააკაშვილს. მაგრამ, მაგალითად, ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული. ამაზე პასუხი მარტივია -კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი არსებობს, რომ ეს კაცი გათავისუფლებული იქნას, ამის უკან დგას ძალიან მარტივი და უფრო მთავარი ინტერესი - ქვეყნის ომში ჩართვა. ვინც ითხოვს, ან მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ყველას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - საქართველო საბედისწერო ომში ჩაერთოს. ამას არც ერთი და არც მეორე მხარე არ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.