ავტორი:

ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა

ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური სპონსორი გახდა

ბაზისბანკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლევან წულაძემ.

გენერალური სპონსორობის პერიოდში, ბაზისბანკის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს ექვსი პრემიერა. მათ შორის, 18 მაისს გაიმართება, რეჟისორ ქეთევან ხარშილაძე-ასსერის, „სადღაც ამერიკაში“, საპრემიერო სპექტაკლი. თეატრს, წლის განმავლობაში, ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი.

„მოხარულები ვართ, რომ დღეს მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის აუცილებელია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა კიდევ მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

R