ავტორი:

ლიეტუვის მიერ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას მარია ზახაროვა გამოეხმაურა

ლიეტუვის მიერ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას მარია ზახაროვა გამოეხმაურა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს რუსეთი სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს, პროვოკაციად და ექსტრემიზმად აფასებს.

"ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციას და განცხადებებს, დგამენ ასეთ ექსტრემისტულ ნაბიჯებს - სხვაგვარად არ შეიძლება ეწოდოს. ყველა ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ნატო-ს უკანონო და აგრესიული ქმედებები. რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია. ეს ზუსტად უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტი“, - განაცხადა ზახაროვამ.

ლიეტუვის სეიმმა სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდად, რუსეთს კი ტერორიზმის ჩამდენ სახელმწიფოდ აცხადებს. პარლამენტმა ასევე მოითხოვა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გამოიძიებს რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებს უკრაინაში.

"ჩვენ აშკარად გვაქვს მიზეზები, რომ ამას გენოციდი ვუწოდოთ“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა CNN-თან ინტერვიუში. "პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ უკრაინას აქვს უფლება არსებობდეს, როგორც ქვეყანა და ის ცდილობს დაამტკიცოს თავისი აზრი იმით, რომ კლავს შვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ქალაქებს“.