ავტორი:

"პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ... საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას" - ირაკლი კობახიძე

"პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ... საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას" - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვქონდა საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა არამხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ეხებოდა ნახატებსა და ვერტმფრენს, სადაც იყო შეფერხება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიული ფირმა "ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას.

"გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა არამხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ეხებოდა ნახატებსა და ვერტმფრენს, სადაც იყო შეფერხება. ეს მოიხსნა, მაგრამ იყო ეს შეფერხება. შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, ეს კითხვები ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ, მითუმეტეს, ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას. იმისთვის, რომ ჩვენ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება თავიდან ავირიდოთ, სჯობს დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ. ზოგადად, კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით არის ლეგიტიმური, რატომ შეიძლება საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას ანგრევდეს, ან კონკრეტული საცავი, ეს მე არ ვიცი ამ სპეკულაციებში ვერ შევალ. კითხვები არის ლეგიტიმური ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იმედია ამ კითხვებს გაეცემა პასუხები. ვიმეორებ, კითხვები არის ლეგიტიმური და დაბრკოლება ლეგიტიმური რომ არ იყო, ზუსტად ამიტომ მოიხსნა ეს დაბრკოლება. ზუსტად ამიტომ გადაწყდა სამართლებრივად ეს საკითხი. ლეგიტიმური რომ ყოფილიყო დაბრკოლება, სხვანაირად გადაწყდებოდა ეს საკითხი“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა იგულისხმებოდა გუშინდელ მის განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, კობახიძის განცხადებით, ის ჰიპოტეტურ სცენარზე საუბრობდა.

"ლეგიტიმური კითხვა დაისვა, რომ ვიღაცას სურს, უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება, მისი რესურსის გამოყენება, იმისთვის, რომ მისი რესურსის გამოყენებით საქართველო ჩართოს ომში. "ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩაერთოს ომში და არ ვერთვებით. არსეტოვიჩი, დანილოვი, პოდოლიაკი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი, გიგაური, ლომჯარია ამბობენ, რომ კარგი იქნება თუ საქართველო ჩაერთვება ომში. ჩვენ არ ვერთვებით. ამ ადამიანებს რომ ჰქონდეთ იმის რესურსი ბიძინა ივანიშვილი აიძულონ შემობრუნდეს პოლიტიკაში, ყველამ იცის, რომ მას აქვს განსაკუთრებული რესურსი. თუ ის შემობრუნდება პოლიტიკაში, ასევე მას ვინმე დარწმუნებს, რომ საქართველო ამ ფატალურ ომში უნდა ჩაერთოს, ამ შემთხვევაში, შედეგი მიიღწევა. ამის მიღწევა უნდათ“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, "ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების გადარიცხვაში შეფერხების გარდა, ივანიშვილისთვის შექმნილ "რამდენიმე სხვა საეჭვო ფაქტთან“ დაკავშირებით საუბრობს.

როგორც ყიფიანი განცხადებაში აცხადებს, მარტიდან აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებასა და ასევე, გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ: