ავტორი:

"ერთხელ, მიშიკომ თქვა, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება წავიდე და ეს ფეხს არსად გაადგამსო... ისეთი ქართველები გაზარდა..."- გიული ალასანია სანდრა რულოვსზე

"ერთხელ, მიშიკომ თქვა, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება წავიდე და ეს ფეხს არსად გაადგამსო... ისეთი ქართველები გაზარდა..."- გიული ალასანია სანდრა რულოვსზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ბაია დვალიშვილის გადაცემაში "ბაიასთან" ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის შესახებ საუბრობს. ალასანია ამბობს, რომ სანდრამ გულწრფელად შეიყვარა საქართველო.

"როგორ წარმოგიდგენიათ, რომ სანდრას ვედროთი გამოჰქონდა ორგანოები?! ვინ-ვინ და ნამდვილად არ იმსახურებდა სანდრა… ნამდვილად გულწრფელად შეიყვარა საქართველო და ქართველები. ერთხელ, მიშიკომ თქვა ადრე, ისე უყვარს საქართველო, მე შეიძლება, უფრო წავიდე და ეს არსად ფეხს არ გაადგამსო… აი,ფაქტობრივად, ამას ვხედავთ ზუსტად.

ბოლოს და ბოლოს, ქართველი შვილები ჰყავს. ისეთი ქართველები გაზარდა, ნეტავ, ყველა ასეთი გვყავდეს, ორივე ბიჭი ასეთია.

პატარა წაიყვანა სანდრამ მაშინ, იმიტომ რომ დაუყადაღეს მამამისის ფულით ნაყიდი ის რაღაცა ბინა, ეს ისეთი შეურაცხყოფა იყო, დაავლო ბავშვს ხელი და წაიყვანა. წარმოიდგინეთ...

ჰყავდა იქ რვა თვე და რვა თვის შემდეგ, ბავშვმა მოტყუებით ჩამოიყვანა დედამისი თბილისში, მაგრამ რა დახვდა სკოლაში? ძალიან მტრული დამოკიდებულება დახვდა ბავშვს კლასში. ბავშვების სიყვარულმა ჩამოიყვანა აქ და იქ დახვდა სულ სხვა გარემო. ასეთი გულისტკივილი ბევრი იყო, რა თქმა უნდა…“ - ამბობს ალასანია.