ავტორი:

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს "ვივამედის" კლინიკაში სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს "ვივამედის" კლინიკაში სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში” ტრანსპორტირება დღეს მოხდება.

როგორც მან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, ასეთ დროს არავითარ ვაჭრობასა თუ წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს და მთავარია დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ,,ვივამედის” კლინიკაში, რაზეც ციხის ადმინისტრაციას თანხმობა დღეს განუცხადა.

ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხიელ სააკაშვილის ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მისი ტრანსპორტირებაში მონაწილეობა თავმდგომა ადამიანმა - გიული ალასანიამ მიიღოს.

"ჩვენმა ოპონენტებმა და მოსახლეობამ ისე აღიქვა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი იყო წამოყენებული, ეს ასე არ არის. ასეთ დროს არავითარ, ვაჭრობას და წინაპირობებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს,

მთავარია დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ,,ვივამედის” კლინიკაში, რაზეც ის არის თანახმა. ადმინისტრაციას და ექიმს ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით განუცხადა, ელოდება გადაყვანას და ითხოვს დამხმარე, თავმდგომ ადამიანს, ის თვლის, რომ ქალბატონი გიული ალასანია უნდა გამოცხადდეს მისი ტრანსპორტირებისას.

დღეს ორივე მხრიდან უკვე იყო მზაობა, რაც არის მხოლოდ მისასალმებელი. აუცილებელია დროულად გადაწყდეს ეს საკითხი და სულ რამდენიმე საათში მოახერხონ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში, ვინაიდან მისი მდგომარეობა არის უმძიმესი. მე ველოდები, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებლად დღეს უნდა მოხდეს, ჩემი ვიზიტის დროს ძალიან დამძიმებული იყო ვითარება, დარწმუნებული ვარ ექიმი ყველაფერს იღონებს, რომ დღეს მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ,,ვივამედის” კლინიკაში”, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.