ავტორი:

"ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ ნავში ვართ" - ოფიციალური შეხვედრის არაოფიციალური ნაწილი: ბორის ჯონსონმა და შვედეთის პრემიერმა ნავით ისეირნეს (ფოტო)

"ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ ნავში ვართ" - ოფიციალური შეხვედრის არაოფიციალური ნაწილი: ბორის ჯონსონმა და შვედეთის პრემიერმა ნავით ისეირნეს (ფოტო)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შეხვდა შვედეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა შვედეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ ლიდერებმა სტოკჰოლმში ნავით გაისეირნეს. ფოტო "ტვიტერზე" გააზიარა ბორის ჯონსონმა, წარწეროთ:

"დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ერების კიდევ უფრო დაახლოების მიზნით.

"ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ ნავში ვართ" - წერს ჯონსონი.

Today, @SwedishPM Magdalena Andersson received UK PM @BorisJohnson in Sweden. They signed a Joint Declaration on Security and Defence and discussed bilateral relations and cooperation between Sweden and the UK.

Read the declaration here: https://t.co/YCjZL9gBzq pic.twitter.com/NJCm22GMDx
— Sweden in EU (@SwedeninEU) May 11, 2022

როგორც Sky News-ი იუწყება, ერთობლივი დეკლარაცია შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან ერთად გაფორმდა. დეკლარაციებით გაერთიანებულ სამეფოსა და თითოეულ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა შეიცვლება, მოხდება დაზვერვის გაზიარების გაძლიერება, ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაჩქარება, უსაფრთხოების გაძლიერება სამივე ქვეყანასა და ჩრდილოეთ ევროპაში და ა.შ. დეკლარაცია გაერთიანებულ სამეფოს საშუალებას მისცემს, სკანდინავიურ პარტნიორებთან და მათ შეიარაღებულ ძალებთან ითანამშრომლოს ყველა სფეროში, მათ შორის კიბერსივრცეში.

"ჩვენ მტკიცედ და ცალსახად ვუჭერთ მხარს როგორც შვედეთს, ასევე ფინეთს და უსაფრთხოების ამ დეკლარაციების ხელმოწერა არის სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს შორის მარადიული გარანტიის. ეს არ არის დროებითი მიზანი, არამედ არის გრძელვადიანი ვალდებულება, სამხედრო კავშირებისა და გლობალური სტაბილურობის გასაძლიერებლად და მომავალი თაობებისთვის ევროპის თავდაცვის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ჯონსონმა.