ავტორი:

"ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე... მნიშვნელოვანია, ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც სჭირდება" - კელი დეგნანი

"ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე... მნიშვნელოვანია, ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც სჭირდება" - კელი დეგნანი

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა.

დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილის მდგომარეობის პროფესიონალი ექიმების მიერ მიუკერძოებელი შეფასება.

"ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბატონმა სააკაშვილმა მიიღოს ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება, აქცენტი უნდა იყოს ამაზე.

მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა, სადაც მას შეუძლია მიიღოს სამედიცინო დახმარება, მისი მდგომარეობის შეფასება, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯი.

შემდეგი ნაბიჯი არის კვალიფიციური სამედიცინო პროფესიონალების მიერ მიუკერძოებელი შეფასება, რომლის მიმართ ნდობა ყველას შეეძლება. ფუნდამენტურად ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბატონმა სააკაშვილმა ან ნებისმიერმა, მის მდგომარეობაში მყოფმა მიიღოს ის ზრუნვა, რაც მას სჭირდება. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დეგნანმა.