ავტორი:

"ეს სიმართლეა... უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენსას დავიბრუნებთ" - ზელენსკი

"ეს სიმართლეა... უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენსას დავიბრუნებთ" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას. ამის შესახებ მან ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

"უკრაინელი ხალხისთვის ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. ღიად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება..გვსურს დავიბრუნოთ მშვიდობა ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ მიწაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელებს სურთ დაიბრუნონ თავისი მიწა, ადამიანები, თავისუფლება და არჩევანის უფლება.

"რუსეთს თანმიმდევრობით მიჰქონდა ყველა ჩვენი უფლება: უფლება ჩვენ მიწაზე, არჩევანზე და საბოლოოდ მივედით სიცოცხლის უფლებამდეც. ჩვენ ახლა სიცოცხლისთვის ვიბრძვით სიცოცხლის დაკარგვით“ , - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანვე განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთი დაჯდეს მოლაპრაკებათა მაგიდასთან და "შეიგნოს სასჯელის გარდაუვალობა და მათი ნაბიჯების დიდი ცდომილება, რაც გამოიწვევს და უკვე მიგვიყვანს კატასტროფულ მომავალამდე მათი კულტურის, ცნობიერებისა და მათი სახელმწიფოსთვის. მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება იყო" - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს უნდა იყოს სწორედ დიალოგი და არა ულტიმატუმი.