ავტორი:

"ჯანდაცვის მინისტრის იყო გამოსვლა გენიალური - იყო მცდელობა, ემოქმედათ მის ნერვულ სისტემაზე, თუმცა საჯარო მოხელემ არ დაიმდაბლა თავი" - კახაძე

"ჯანდაცვის მინისტრის იყო გამოსვლა გენიალური - იყო მცდელობა, ემოქმედათ მის ნერვულ სისტემაზე, თუმცა საჯარო მოხელემ არ დაიმდაბლა თავი" - კახაძე

ჯანდაცვის სამინისტრო ფიქრობს ყველა იმ ცვლილებაზე, რომლითაც ჩვენ ღირსეულად წარმოვჩინდებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ პლენარულ სხდომაზე განცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, მინისტრის ანგარიშში ჩანდა გამოწვევების ხედვა და წარმოდგენილი იყო სტრატეგია.

„მინისტრის პასუხები იყო გენიალური. მოსმენის დროს იყო მცდელობა, რომ სხვადასხვა სიტყვებით ემოქმედათ მის ნერვულ სისტემაზე, თუმცა საჯარო მოხელემ, რომელსაც აქვს პატივი ემსახუროს თავის ხალხს, არ დაიმდაბლა თავი და არ გასცა მათ ისეთი შინაარსის პასუხები, რასაც იმსახურებდნენ. მინისტრმა პერსპექტივაში დაგვანახა ხედვა, მიუხედავად სოციუმში დაგროვილი საკითხებისა, ქვეყნის წინაშე გარდამავალ პერიოდში არსებული რთული გამოწვევებისა", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.