ავტორი:

"ენატრება მამიკო" - მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილის ახალი ფოტო

"ენატრება მამიკო" - მიხეილ სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის ქალიშვილის ახალი ფოტო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს. კადრში ტელევიზორთან მდგარი ელის მარია სააკაშვილი ჩანს, რომელიც მონიტორზე მამას უყურებს.

"იცნო"

"ენატრება მამიკო"

"როგორ მენანება ეს საოცრება მამიკოს სითბოს გარეშე, სად აქვს ამ ხალხს გული" - წერენ ფოტოს კომენტარებში.

ელის მარია სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს 2020 წლის ივნისში ამერიკაში შეეძინა. მომღერალი შვილთან ერთად საქართველოში გასული წლის ოქტომბერში დაბრუნდა.

ახალ წლამდე ერთი დღით ადრე კი, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ელის მარია მისი უმცროსი შვილი გახლდათ. ექსპრეზიდენტისა და მომღერლის რომანზე ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საუბრობდნენ...