ავტორი:

"აზოვსტალის" ქარხანა სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა" - რას აცხადებს "აზოვის" მეთაურის მოადგილე?

"აზოვსტალის" ქარხანა სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა" - რას აცხადებს "აზოვის" მეთაურის მოადგილე?

მარიუპოლში, ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფ უკრაინის აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილეს, კაპიტან სვიატოსლავ პალამარს სჯერა, რომ მასიურ ობიექტზე მშვიდობიანი მოქალაქეები აღარ იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"თუ თქვენ თავად "აზოვსტალის" ქარხანაზე საუბრობთ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ჩვენთან გვყავდა, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ არიან.

მათ ქარხნის დატოვება მოახერხეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ არის ვინმე, რადგან არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოსულა და არ ჰქონია წვდომა, რომ სიტუაცია შეაფასოს“, - განუცხადა პალამარმა CNN-ს.

მანვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, რათა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ფოლადის ქარხანაში სიტუაციის სათანადო შესაფასებლად შესვლა შეძლოს.