ავტორი:

"გვეუბნებიან, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს" - არესტოვიჩი აცხადებს, რომ ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც თავს "აზოვის“ მებრძოლების ნათესავებად წარმოადგენენ

"გვეუბნებიან, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს" - არესტოვიჩი აცხადებს, რომ ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც თავს "აზოვის“ მებრძოლების ნათესავებად წარმოადგენენ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მას და მის ოჯახს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ "აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან, სიკვდილით ემუქრებიან, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს "აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გვემუქრება, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ ვსხედვართ კიევში და ვატყუებთ "აზოვს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, მას არ აქვს წყენა "მწუხარებისგან შეშლილი“ ადამიანების მიმართ, მაგრამ მათ, ვინც "აზოვის“ მებრძოლების ოჯახს და ახლობლებს ამ იდეას აწვდის, ურჩევს, დაფიქრდნენ, რა "საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამ ქმედებას“.