ავტორი:

"მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია" - სერგეი ვოლინა ილონ მასკს მიმართავს და დახმარებას სთხოვს

"მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია" - სერგეი ვოლინა ილონ მასკს მიმართავს და დახმარებას სთხოვს

მარიუპოლში მყოფი მებრძოლები კომპანია SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელს, ილონ მასკს დახმარებისთვის მიმართავენ.

"ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან ხართ, რათა ხალხს ასწავლოთ შეუძლებლის რწმენა. ჩვენი პლანეტები გვერდიგვერდ არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

დაგვეხმარეთ "აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გასვლაში. თუ არა თქვენ, სხვამ ვინ?“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას მიმართვაში.

ის მიმართავს "პლანეტაზე მყოფ ყველა ადამიანს“ დაეხმარონ, რათა ელონ მასკმა მისი მიმართვა ნახოს.

"დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს გადაუჭრელი ამოცანები, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ის არასოდეს ნებდება, როგორც ჩვენ! ჩვენ გვჭირდება სუპერადამიანების მხარდაჭერა! " - აღნიშნავს მარიუპოლის დამცველი.