ავტორი:

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში ამ წუთებში გადმოჰყავთ

არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან თბილისში ამ წუთებში გადმოჰყავთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, გამოიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, რამდენიმე წუთის წინ, საპატიმროს ტერიტორია, პენიტენციური სამსახურის რამდენიმე მანქანამ დატოვა.

აღსანიშნავია, მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს თბილისში, კლინიკა "ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება.