ავტორი:

რუსები უკრაინაში ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან კომპიუტერულ ჩიპებს სამხედრო ტექნიკისთვის იპარავენ? - რას აცხადებს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი

რუსები უკრაინაში  ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან კომპიუტერულ ჩიპებს სამხედრო ტექნიკისთვის იპარავენ? -  რას აცხადებს აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები რუსეთს აიძულებს ზოგიერთ სამხედრო ტექნიკისთვის კომპიუტერული ჩიპები ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან ამოიღოს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრმა ჯინა რაიმონდომ განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს შეტყობინება უკრაინელებისგან, რომ როდესაც ისინი პოულობენ რუსულ სამხედრო აღჭურვილობას ადგილზე, ის სავსეა ნახევარგამტარებით, რომლებიც მათ ამოიღეს ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის ტექნოლოგიების ექსპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუსეთში სანქციების დაწესების მომენტიდან 70%-ით შემცირდა.

მსგავსი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შემოიღო, რომელიც ასევე ბელარუსზეც ვრცელდება.

იხილეთ ასევე