ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში დაადასტურეს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა - კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეაში დაადასტურეს, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა - კიმ ჩენ ინმა ქვეყანაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. და "ლოქდაუნი" გამოაცხადეს. ადგილობრივი სახელმწიფო მედიის ცნობით, გამოვლენილია კოვიდ-19-ის ქვეშტამი, მაღალი პროცენტულობით გადამდები ომიკრონი. შემთხვევები კი გამოვლენილია დედაქალაქ ფხენიანში.

ოფიციალურად არ ასახელებენ, თუ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ადამიანები 8 მაისის ღონისძიებაზე დაინფიცირდნენ. მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეხვედრა გამართა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსის გავრცელების პირველ ტალღას.

კიმ ჩენ ინმა ყველა ქალაქის მთავრობას მოუწოდა, დააწესონ "მკაცრი ლოქდაუნი", რათა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ და ჰქონდეთ გადაუდებელი აუცილებლობისთვის საჭირო წამლები.

ცნობისთვის, აქამდე ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევებს არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ ქვეყანაში კოვიდი არ არსებობდა.

წყარო: cnbc.com